weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

მივიღე კიდევ ერთი უარი საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე – პრეზიდენტი

18:34 პარასკევი, 10 ივნისი 2022

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მთავრობამ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტების განხორციელებაზე უარი უთხრა. ზურაბიშვილის თქმით, მას უთხრეს, რომ მთავრობამ უკვე ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის წევრობისთვის ქვეყნის კანდიდატურის მხარდასაჭერად.

პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა გაავრცელა ბრიუსელიდან, სადაც იტალიაში სახელმწიფო ვიზიტის დასრულების შემდეგ ჩავიდა.

„მე ვიმყოფები ბრიუსელში იმისთვის, რომ აქ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად.

სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა ჩვენი კანდიდატურა დღეს.

მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთსა და შესაძლებელია კიდევაც უკრაინაში, რომელთან ერთადაც ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ, რადგან არ იქნებოდა დაჩქარებული კანდიდატურის პროცესი, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი ამ მოგზაურობაზე.

ამ უარის შემდეგ, რადგანაც მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს, ყველაფერი გააკეთოს რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესში წინ წაიწიოს. პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება და იქ დაიცავს საქართველოს ევროპულ მომავალს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]