ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რეზოლუცია შეურაცხმყოფელია და „გაჯერებულია“ ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით.
„სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ... ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. ანუ, რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რისი დიდი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ...
ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშიც არის და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული.
რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი დოკუმენტი, ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა. მაგრამ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც უკვე 50%-ით არის შესრულებული და 45%-ით არის შესრულებული ასოცირების შეთანხმება. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაელოდება 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე „უსამართლო და შეურაცხმყოფელი“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ახდის“.