weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ისე ნუ წარმოვაჩენთ თითქოს სასწაულს კარგავს ქვეყანა – ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

14:25 შაბათი, 11 ივნისი 2022

„ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის შიდა და გარე მტრები, რომ თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებულ რეზოლუციას კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, რეზოლუცია შეურაცხმყოფელია და „გაჯერებულია“ ტყუილებით და არაზუსტი ინფორმაციით.

„სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ... ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. ანუ, რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რისი დიდი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ...

ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშიც არის და არ იქნება რუსეთის ინტერესებში ეს გადაწყვეტილება მიღებული. 

რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი დოკუმენტი, ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა. მაგრამ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც უკვე 50%-ით არის შესრულებული და 45%-ით არის შესრულებული ასოცირების შეთანხმება. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაელოდება 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე „უსამართლო და შეურაცხმყოფელი“ იქნება, „ყველაფერს ფარდას ახდის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]