weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დესტრუქციულ როლს ივანიშვილი კი არა, „მთავარის“ პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს – წულუკიანი

17:11 შაბათი, 11 ივნისი 2022

„აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა.

თეა წულუკიანის თქმით, ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველლში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.

„ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა. შესაბამისად,

დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი [„მთავარი არხის“] აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს, რომელიც ვერ გათავისუფლდება, ვიდრე არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს“, – უთხრა წულუკიანმა ჟურნალისტებს.

ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევებს ეხება. რეზოლუციაში მოხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც. ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მისი სანქცირების საკითხის განხილვისკენ მოუწოდებს. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველოს „ერთადერთი ოლიგარქი“ დესტრუქციულ როლს ასრულებს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, კონტროლს ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციასაც ბიძინა ივანიშვილის კრემლთან არსებული „პირადი და საქმიანი კავშირები“ განსაზღვრავს.

 

ამ თემაზე:

ევროკავშირის პარლამენტი მხარს უჭერს ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]