weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ივანიშვილის ინიციატივა რომ არა, ზურაბიშვლი რიგითი პარლამენტარი იქნებოდა – კობახიძე

11:29 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს დაიცავს და ამ გზაზე წინსვლა არც ბიძინა ივანიშვილს, არც მიხეილ სააკაშვილს და არც ნიკა გვარამიას არ უნდა გადავაყოლოთ.

კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც არ ესმოდათ, რა უნდოდა ზურაბიშვილს.

„ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, მთელი ეს პროცესი დაახლოებით 45 დღე გრძელდებოდა და ამ 45 დღის განმავლობაში რა უნდოდა, ანუ როდის, რას, რატომ ამბობდა, სამწუხაროდ, ვერ გავიგეთ, თუმცა მაინც მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

ძალიან მძიმე განცხადება მოვისმინეთ. მორალური თვალსაზრისითაც მძიმე მოსასმენი იყო განცხადება, რომელიც მან გააკეთა.

აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი დააყენა ერთ სიბრტყეში და გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. კაცი პოლიტიკიდან არის გასული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

„მორალური თვალსაზრისით, პირველი - როდესაც განიხილებოდა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის სახკითხი, მაშინ ამ კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა. გამომდინარე იქიდან, რომ საპარალმენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა, პირველ რიგში, სწორედ სიმბოლიზმზე გაკეთდა აქცენტი: ერთი - ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, სიმბულურად მნიშვნელოვანი იყო, 1918 წლის შემდეგ 2018 წელს, სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენელი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მეორე - ქალი პრეზიდენტი ესეც რაღაც ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო, სწრაფვა ამ ტრადიციის გაგრძელებისკენ და გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება პრეზიდენტი. დიასპორა, ქალი, ევროპელი - ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც შეჩერდა არჩევანი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურაზე. ბატონი ბიძინას ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, სალომე ზურაბიშვლი იქნებოდა ერთი რიგითი პარლამენტის წევრი“, – განაცხადა კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]