weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში – დეგნანი

20:38 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში ან გახსნას მეორე ფრონტი.

„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობს და თანამშრომლობს საქართველოსთან საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრული ინტეგრაციისთვის. ყველაფერი, ყველა ჩვენი პროექტი თუ პროგრამა, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია იმისაკენ, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის სურვილი, რაც გახლავთ ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში, რადგან გვინდა საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროპულ მისწრაფებებში.

ის განცხადებები, რაც ისმის ხოლმე, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს ჩათრევა ომში ან მეორე ფრონტის გახსნა, 100%-ით რუსული დეზინოფრმაცია და ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. ამერიკას ყველაზე მეტად უნდა, რომ შეჩერდეს ეს ომი და საომარი მოქმედებების დაწყებამდე, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო თავიდან აცილებული. ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა გასწია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვინდა, რომელიმე ქვეყანაში ომი იყოს“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, მაგრამ არ იცის არავინ საქართველოში, ვისაც საქართველოს ამ ომში ჩართვა სურს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]