weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოუმზადებელი აქცია ევროინტეგრაციის 85%-იან მხარდაჭერას მხოლოდ დააკნინებს – კობახიძე

15:00 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც ხვალ, 16 ივნისს, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტის მიერ დაანონებულ აქციას გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა „არასერიოზულია“ და „მოუმზადებელ აქციას“ ემიჯნებიან.

„ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ „ომის პარტიასთნ“, რომელსაც მან თავად უწოდა რადიკალური ოპოზიცია, რომელიც თავადვე სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია.

ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების საფუძველზე. სამართლიან პირობებში კი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს შეკრების ინიციატივით გამოვიდა. „დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. მან 20 ივნისს დაგეგმილი აქციის - „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებსაც მიმართა, აქციის გადადებაზე იფიქრონ.

საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს უნდა გახდეს ცნობილი, ხოლო 23-24 ივნისს ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]