weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მატება ძნელად წარმოსადგენია – ჩხაიძე

10:56 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

„მაიმუნის ყვავილი“ ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ რამდენად აქვს ამას მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ვინდაიდან მხოლოდ ის ვირუსი შეიძლება წარმოადგენდეს საყოველთაო საფრთხეს, რომელიც ხასიათდება იოლი გადამდებლობით. „მაიმუნის ყვავილი“ არ მიეკუთვნება ასეთი ვირუსების კატეგორიას“, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანხე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის თქმით, „მაიმუნის ყვავილის“ გადაცემისთვის აუცილებელია ინფიცირებულთან მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი, განსხვავებით კორონავირუსის ომიკრონი ვარიანტისგან, სადაც ერთი წუთის განმავლობაში ერთი მეტრის მანძილზე კონტაქტიც კი რისკის შემცველი იყო.

„ერთ-ერთი მთავარი რატომაც მიიპყრო „მაიმუნის ყვავილმა“ ყურადღება, არის მისი გავრცელება არაენდემურ ზონაში. ენდემური ზონა არის ცენტრალური აფრიკის ქვეყნები, სადაც „მაიმუნის ყვავილი“ 1970 წლიდან ფიქსირდება. წელს პირველად გასცდა ენდემურ ზონას რაოდენობის მიხედვით - ერთეული შემთხვევები ადრეც ფიქსირდებოდა, მაგრამ არა ასეთი რაოდენობით, რაც ახლაა. სულ ოთხი ქვეყანაა, სადაც შემთხვევათა რაოდენობა 100-ზე მეტია: დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ესპანეთი და გერმანია. ყველა სხვა ქვეყანაში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, „მაიმუნის ყვავილის“ ერთ-ორი შემთხვევა შესაძლოა საქართველოშიც დაფიქსირდეს.

„გარკვეული დაცვითი მნიშვნელობა აქვს „ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც 1980 წლამდე საქართველოს მოსახლეობაში ტარდებოდა. 1980 წლამდე პერიოდში, „ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინა იყო აუცილებელი ჩამონათვალი ეროვნული კალენდრის. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში 1972 წლამდე იყო „ყვავილის“ ვაქცინა აუცილებელი. 1980 წლიდან, მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ „ყვავილი“ აღარ წარმოადგენს საფრთხეს, „ყვავილის“ ვაქცინა აღარ გაკეთებულა საქართველოში. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, რომელიც საქართველოში დაბადებულია 1980 წლამდე და გაკეთებული აქვს „ყვავილის“ ვაქცინა, დაცულია. რაც შეეხება ახლანდელ პერიოდს, არსებობს მისი საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი და ასევე, არსებობს მისი საწინააღმდეგო ვაქცინაც, რომელიც შეიძლება გაკეთდეს როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ისე კონტაქტიდან პირველი 4 დღის განმავლობაშიც. რამდენადაც ვიცი, უკვე განსაზღვრულია, რომ ეს მედიკამენტი და ვაქცინა იყოს საქართველოში შემოტანილი.

თუ იქნება შემთხვევების მატება, რაც ძნელად წარმოსადგენია ამ ვირუსის გავრცელების სპეციფიკიდან გამომდინარე, მაშინ, შესაძლებელია, ეს ვაქცინა შეთავაზებული იყოს ძალიან შეზღუდული რაოდენობის ადამიანებისთვის, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს ვაქცინაციას იმ პირებში, რომელთაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ ვირუსით ინფიცირებულებთან და საყოველთაო ვაქცინაციაზე საუბარი არ არის.

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა ლაბორატორიულად 15 ივნისს დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნილი ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს, რომელსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მის კონტაქტებში „მაიმუნის ყვავილის“ კლინიკური ნიშნები არ გამოვლენილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]