weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ევროკომისიამ საქართველოსთვის EU-ის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა

14:32 პარასკევი, 17 ივნისი 2022

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების განხილვის შემდეგ, კომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.

„საქართველო იზიარებს იგივე მისწრაფებებსა და პოტენციალს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. მის განაცხადს აქვს ძლიერი მხარეები. კერძოდ, მისი ეკონომიკის საბაზრო ორიენტაცია ძლიერი კერძო სექტორით.

წარმატების მისაღწევად ქვეყანა პოლიტიკურად უნდა გაერთიანდეს, რათა შეიმუშაოს მკაფიო გზა სტრუქტურული რეფორმებისა და ევროკავშირისკენ. გზა, რომელიც კონკრეტულად განსაზღვრავს აუცილებელ რეფორმებს, აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და სარგებლობს ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით.

ამიტომ საბჭოსადმი ჩვენი რეკომენდაციაა, მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე შევაფასოთ, რამდენად აკმაყოფილებს საქართველო მთელ რიგ პირობებს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს.

„კომისია რეკომენდაციას აძლევს საბჭოს: პირველი - უკრაინას მისცეს ევროპული პერსპექტივა და მეორე - უკრაინას მისცეს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა განახორციელებს უამრავ მნიშვნელოვან რეფორმას.

ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რომ საბჭომ მოლდოვას მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა განახორციელებს რიგ მნიშვნელოვან რეფორმებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ევროკავშირის საბჭო საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, 27 წევრი სახელმწიფოს კონსენსუსის საფუძველზე, 23-24 ივნისს მიიღებს.

 

ამ თემაზე:

EU-ის 12 პირობა საქართველოსთვის: დეოლიგარქიზაცია, სასამართლო რეფორმა, მედია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]