weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკომისიის პრეზიდენტი: კარი ფართოდ ღიაა, ახლა საქართველოს გადასაწყვეტია მისკენ წავიდეს

15:44 პარასკევი, 17 ივნისი 2022

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დიდი მიღწევაა.

„ეს არის დიდი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მისაღებად. ეს დიდი მიღწევაა. კარი ფართოდ ღიაა. ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები წინსვლისთვის, პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის გაერთიანებისთვის და ნათლად აჩვენოს, რომ გინდათ, გააქტიურდეთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს ასევე განსაზღვრავს ვადებს, თუ როდის შეძლებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოთხოვნას.

„ეს თქვენზეა დამოკიდებული - რაც უფრო მალე შეასრულებთ პირობებს, მით უფრო ადრე იქნება პროგრესი. ამიტომ საქართველოს ხელშია, რომ ნამდვილად აჩქარდეს, იყოს მკაფიო და წინ, ღია კარისკენ წავიდეს“, – აღნიშნა მან.

დღეს ცნობილი გახდა ევროკომისიის დასკვა საქართველოს მიერ 3 მარტს წარდგენილ განაცხადთან დაკავშირებით. ევროკომისია რეკომენდაციას არ უწევს ევროკავშირის საბჭოს, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. კომისიის რეკომენდაციაა, რომ ქვეყანამ „ევროპული პერსპექტივა“ მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო სტატუსის მიღებას მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ შეძლებს. ამ პირობებს შორის, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, 19 აპრილის შემთანხმების შესრულება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფაც არის. გარდა ამისა, ევროკომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ დეოლიგარქიზაციის ვალდებულებაც უნდა შეასრულოს. ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს მიერ პირობების შესრულებას და 2022 წლის ბოლოსთვის ანგარიშს მოამზადებს.

საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო მომავალ კვირაში მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]