weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომელი მინისტრები იღებდნენ ყველაზე მაღალ ხელფასს და პრემიას

11:32 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მთავრობის წევრებმა ყველაზე მაღალი ანაზღაურება 2013 წელს მიიღეს, როდესაც მათი ხელფასის ოდენობა დანამატის ჩათვლით 7 875 ლარამდე იყო გაზრდილი და პრემიის გაცემაც ხდებოდა.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ანაზღაურება მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო -125 556 ლარი, საიდანაც 83 076 ლარი სახელფასო და სხვა სახის დანამატები იყო

იმავე წელს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მიიღო 94 105 ლარი, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა - 93 365 ლარი, კულტურის მინისტრმა მირიანე ოდიშარიამ - 92 042 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა - 90 165 ლარი. 

2014 წლიდან საქართველოში ყველა მინისტრის ანაზღაურება გათანაბრდა, რის შემდეგაც ისინი თვეში 6 250 ლარს იღებენ (აქედან, თანამდებობრივი სარგო - 3 540 ლარი და ყოველთვიურ დანამატი - 2 710 ლარი), ანუ წელიწადში 75 000 ლარს

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო პერიოდს, მაშინდელი მთავრობის წევრის ხელფასი 3 540 ლარი იყო, ანუ წელიწადში 42 480 ლარი, თუმცა მინისტრები ხელფასთან ერთად სოლიდურ პრემიებსაც იღებდნენ, რაც თანამდებობრივ სარგოს ზოგჯერ 2,5-ჯერ და მეტჯერაც კი აღემატებოდა. 

დეკლარირებული მონაცემებით, 2011 წელს მთავრობის წევრებიდან ყველაზე მაღალი ანაზღაურება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ბარამიძემ მიიღო - 122 400 ლარი, მათ შორის, პრემიის თანხა - 79 920 ლარი

121 400 ლარი იყო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ნიკოლოზ რურუას ანაზღაურება, აქედან, პრემიის ოდენობაა 78 920 ლარი

შემდეგ მოდიან: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი - 109 740 ლარი (პრემია - 67 260 ლარი); ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური - 105 532 ლარი (პრემია - 63 052 ლარი); სასჯელაღსრულების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე - 97 355 ლარი (პრემია - 54 875 ლარი); - საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე - 89 960 ლარი (პრემია - 47 480 ლარი); ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი - 89 750 ლარი (პრემია - 47 270 ლარი); ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე და ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია - 88 500 ლარი (პრემია - 46 020 ლარი)

მთავრობის წევრებს შორის ყველაზე მცირე ანაზღაურებას იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იღებდა - 42 480 ლარის ოდენობით. 2011 წელს მას პრემია ან დანამატი არცერთხელ არ აუღია. 

 

მგავსი თემები:

მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრების ხელფასები და პრემიები

თბილისის მოქმედი და ყოფილი მერების ხელფასები და პრემიები 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]