weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ევროპამ არ გადაგვაგდო, გვითხრა რა უნდა გავაკეთოთ 2022 წლის ბოლომდე – ზურაბიშვილი

18:39 პარასკევი, 17 ივნისი 2022

„დღეს არც იმედგაცრუების დრო, არც წუწუნის დრო არ არის, იმიტომ, რომ რაც დღეს მოგვივიდა, არის გაფრთხილება. რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო, ხომ? ჩვენი ბრალია. დავიმსახურეთ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„ევროპამ არ გადაგვაგდო. ევროპამ არ გვითხრა უარი. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია და უნდა კარგად ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. სხვათა შორის, იგივე წერია ურსულა ფონ დერ ლაიენის Twitter-ში. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თეებში, არც კი ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში.

მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც აქამდე არავის უთქვამს ჩვენთვის, არავის უღიარებია და არავის მოუცია პირობა.

იყო ხან გეოგრაფიული, ხან სხვა მიზეზები, მაგრამ დღეს, რომ არა უკრაინა, რომ არა ეს ახალი გარემოებები, ამას ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება ჯერ არც ვიმსახურებდით, მაგრამ, მივიღეთ ეს დაპირება. კიდევ მაქვს იმედი, რომ ის კანდიდატის სტატუსი... ყოველ შემთხვევაში, უნდა ვიმუშავოთ ამ ერთ კვირაში და აქაც ფარ-ხმალი არ ჩამოვყაროთ წინასწარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„როცა გინდა ადამიანის ან ქვეყნის გადაგდება, კი არ ეუბნები, რა უნდა გააკეთოს 2022 წლის ბოლომდე, გადააგდებ და ეს არის და ეს. ასე რომ, რასაც გვეუბნებიან კარგად გავიგოთ და არა ისე, როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენს თავს კითხვა დავუსვათ, რა უნდა გავაკეთოთ აწი. მე დავიწყებ ჩემი თავით, მე რა უნდა გავაკეთო: მე უნდა გავაგრძელო ის, რაც დავიწყე და უნდა გავააქტიურო მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ეროვნული თანხმობის პროცესი წინ წავწიოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებას 6 თვე აქვს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.

„თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. სია მოცემულია. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა.

ოპოზიციის პასუხისმგებლობაა – ნაწილის, ვინც ასე იქცეოდა – დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქებში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და შეუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადზე ევროკამისიამ დასკვნა დღეს გამოაქვეყნა. კომისია ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციას არ აძლევს, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს და მიიჩნევს, რომ ეს მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც საქართველო გარკვეულ პირობებს შეასრულებს. 12 პირობას შორის დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]