weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

პრეზიდენტი: დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან

19:10 პარასკევი, 17 ივნისი 2022

„დღეს კომენტარები უნდა მოდიოდეს მთავრობისგან და არა პარტიისგან, თუ ევროპელობა გვინდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე მმართველი გუნდის რეაქციასთან დაკავშირებით.

ევროკომისიის დასკვნას მთავრობის ადმინისტრაცია ჯერ არ გამოხმაურებია. განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი გეოგრაფიულმა მდებარეობამ შეუშალა. კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა „მარტივი ჭეშმარიტება“, რომ საქართველო „ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას“.

„თუმცა, ისიც გვესმის, რომ ევროპული კომისია და ევროპული საბჭო იღებენ არა ექსპერტულ, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არსებულ არაორდინალურ პოლიტიკურ ვითარებაში, ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა“, – თქვა კობახიძემ.

ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას არ გასცემს, თუმცა მიაჩნია, რომ ქვეყანამ „ევროპული პერსპექტივა“ უნდა მიიღოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მიიღებს. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.

საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო მომავალ კვირაში მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]