weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მახარაძე 20 ივნისის აქციაზე: ჯვარს რომ ვინმე შეეხოს, გამოვალთ და პასუხს გაგცემთ

14:22 შაბათი, 18 ივნისი 2022
ფოტო © Shota Kincha/OC Media ფოტო © Shota Kincha/OC Media

ძალადობრივი და პრორუსული პარტიის, „ალტ ინფო/კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერი ზურაბ მახარაძე 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით პოლიციას მოუწოდებს, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ჯვარი დაიცვას. მახარაძე შესაძლო პროვოკაციაზე საუბრობს და „პასუხის გაცემით“ იმუქრება.

„აი, ამ მართლა ცხოველების ჯგროს, „სირცხვილია“ რომ ჰქვია და „თბილისი პრაიდი“ რომ ჰქვია, დიდი ხანია იქ დადგმულ ჯვარზე აქვს სერიოზული პრეტენზია. ჯვარზე მაგათ რაც თქვეს, რომ მოსახსნელია...

მანდ რომ ვინმე მაგ ჯვარს შეეხოს ჩვენ ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ – ფეხზე მკიდია თქვენი ევროპული მომავალიც და ყველაფერი – მერე ჩვენ უკვე გამოვალთ და ჩვენ გაგცემთ პასუხს მაგ სიწმინდის შეურაცხყოფისთვის.

ეგ არის ჩვენთვის პრინციპული პოზიცია. ყველამ იცის, რომ ეგრე მოვიქცევით, ყველამ იცის, რომ მანდ სხვა ვარიანტი არ არის და არ განვიხილავთ. შეიძლება ეგ იყოს პროვოკაცია და კეთილი ინებოს პოლიციამ და დაიცვას ეგ“, – განაცხადა მახარაძემ.

პარლამენტის წინ ჯვარი თითქმის ერთი წლის წინ, 2021 წელის 5 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფის წევრებმა აღმართეს. მომდევნო დღეს ზურაბ მახარაძე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა.

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია „შინ ევროპისკენ“ 20 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილიც უერთდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

„ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, შევიკრიბებით პარლამენტის წინ და ვაჩვენებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი“, – აცხადებს მოძრაობა „სირცხვილია“.

გუშინ, 17 მაისს, ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადზე დასკვნა/მოსაზრება წარმოადგინა. კომისიამ საქართველოს რეკომენდაცია არ გაუწია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. ევროკომისიის მოსაზრების გათვალისწინებით, საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]