„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების გამო, 19 სექტემბრის 9:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული წესით მოქალაქეთა გატარება დროებით შეწყდება“, - ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავის აღნიშვნა 19 სექტემბერს დაიწყება. ამ დღეს აღნიშნავენ სახელმწიფო დროშის დღესაც.
ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.