weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვარი 19–დან 22 სექტემბრის ჩათვლით ჩაიკეტება

11:51 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 19-დან 22 სექტემბრის ჩათვლით დაკეტავს. ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ამის მიზეზად არაღიარებული რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარებას ასახელებს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარების გამო, 19 სექტემბრის 9:00 საათიდან საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე გამარტივებული წესით მოქალაქეთა გატარება დროებით შეწყდება“, - ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ე.წ. რესპუბლიკის გამოცხადების წლისთავის აღნიშვნა 19 სექტემბერს დაიწყება. ამ დღეს აღნიშნავენ სახელმწიფო დროშის დღესაც.

ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]