weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

უნდა მოვახდინოთ სწორი იდენტიფიცირება, ვინ არის ოლიგარქი – მდინარაძე

14:50 ორშაბათი, 20 ივნისი 2022

„ბიძინა ივანიშვილი არის ქველმოქმედი. მათ შორის, პოლიტიკური ქველმოქმედება განახორციელა 2012 წელს“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

დღევანდელ ბრიფინგზე მდინარაძემ ჟურნალისტს უთხრა, რომ ოლიგარქია არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ „მთავარი არხის“ დამფინანსებელი.

„უნდა მოვახდინოთ სწორი იდენტიფიცირება, ვინ არის ოლიგარქი, ვინ ერევა პოლიტიკაში თავისი გავლენით, ფულით, ვინ აფინანსებს ტელევიზიებს და ვინ ცდილობს ასე გავლენის მოპოვებას და ა.შ. უკრაინის კანონი ამასთან დაკავშირებით რომ წაიკითხოთ, ზუსტად იმას შეეხება, რასც ვლაპარაკობ.

თქვენ შეიძლება გგონიათ და ძალიან გინდათ, ბიძინა ივანიშვილი იყოს ოლიგარქი, მაგრამ, სინამდვილეში, ამისი მტკიცებულება არ არსებობდეს ბუნებაში“, – განაცხადა მდინარაძემ.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუწია და მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა. კომისიის მოსაზრებით, საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებაც, რაც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების ჭარბი გავლენის შემცირებაში გამოიხატება. 23-24 ივნისის სამიტზე ევროსაბჭო დიდი ალბათობით გაიზიარებს ევროკომისიის მოსაზრებას და საქართველოს „ევროპულ პერსპექტივას“ მიანიჭებს.

 

ამ თემაზე:

არის საკითხები, რომლებსაც ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ სტატუსს – ღარიბაშვილი

EU-ის პარლამენტი პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილის სანქცირება განიხილონ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]