weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქციაზე იყვნენ ჩემი მეგობრებიც, ვინც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან – დავითულიანი

12:04 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა დავითულიანი ამბობს, რომ გუშინ, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე იმყოფებოდნენ მისი მეგობრებიც, რომლებიც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან.

„მოსახლეობის 80% ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, იქ იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები არიან.

ისინი იყვნენ იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას“, – აცხადებს დავითულიანი.

ამასთან, პარლამენტარი ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებული ადამიანები იყვნენ.

„ყველა მიხვდა, რომ პოლიტიკოსების მისვლა მხოლოდ დისკრედიტაციას ახდენს ნებისმიერი ღონისძიების. შესაბამისად, იქ პოლიტიკოსები არ იყვნენ. იყვნენ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული ადამიანები, ორგანიზატორებს ვგულისხმობ“, – უთხრა ჟურნალისტებს ბექა დავითულიანმა.

გუშინ, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აქციის დისკრედიტაციას ცდილობდა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქციასაც უწოდებდა, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ათასი ადამიანი მაინც შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მავე დროს, გააპროტესტეს ხელისუფლების ქმედებები, რის შედეგადაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ვერ მიიღო. აქციის ორგანიზატორებმა - მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა ევროსაბჭოსადმი მიმართვა წაიკითხეს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს მწერლებმა, მსახიობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის წევრებმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა და სტუდენტებმა. გამომსვლელებს შორის არცერთი პოლიტიკოსი არ ყოფილა.

 

ამ თემაზე:

სამგორის გამგებელი აქციის მონაწილეებს: „მაგარი სი*ები და ქვეყნის მტრები ხართ“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]