weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის წახალისება, ბონუსი უკრაინისთვის – ღარიბაშვილი

13:08 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ მან ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვილისას განაცხადა.

პანელური დისკუსიის დროს Bloomberg-ის რედაქტორმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რა იყო მისი რეაქცია ევროკომისიის რეკომენდაციაზე, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღონ, საქართველოს კი მეტი სამუშაო აქვს.

„უსამართლოა! მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის. ევროპელი ლიდერებისგან მოვისმინეთ, რომ მათ გადაწყვიტეს, მიენიჭებინათ სტატუსი უკრაინისთვის, რადგან უკრაინა არის ომში და მოლდოვისთვის, რადგან უკრაინის ძალიან ახლო მეზობელი ქვეყანაა და ძალიან რთულ სიტუაციაშია - ეკონომიკა, უსაფრთხოების გამოწვევები და ა.შ.

რა თქმა უნდა, თუ შევადარებთ საქართველოს მუშაობას, ჩვენს რეფორმებს, ყველაფერს, თუ იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა, საქართველო იქნებოდა პირველი ქვეყანა, რომელსაც მიენიჭებოდა ეს სტატუსი, რადგან ძალიან კონკრეტული შედეგები გვაქვს.

რა თქმა უნდა, სამივე ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროპული პერსპექტივა, რაც ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილებაა.

რატომ? რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. რა თქმა უნდა, გარკვეული პირობებით ამას მოჰყვება კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მკაფიოდ მინდა ვთქვა, პირობები განესაზღვრა სამივე ქვეყანას, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც ასოცირებულნი იყვნენ და მოგვიანებით გახდნენ კანდიდატები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეკითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ევროკავშირი უსამართლოა საქართველოსთან მიმართებაში, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„როგორც ვთქვი, ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების ოფიციალური პოზიციები. მაგალითად, პრეზიდენტმა მაკრონმა რამდენიმე დღის წინ საჯაროდ თქვა, ევროკავშირმა გადაწყვიტა, მიენიჭებინა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, რადგან ის ომშიაო. ასე ვთქვათ, ეს არის წახალისება. ვიტყოდი, ეს არის ბონუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]