weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ღარიბაშვილი: ჩვენი პოლიტიკაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოლაპარაკებების გზით

13:42 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

„ჩვენი მთავრობის პოლიტიკა არის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღდგენა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

პანელურ დისკუსიაზე ღარიბაშვილს ჰკითხეს, პუტინმა, რომ სიტყვა მისცეს, ენდობა თუ არა, რომ ის მას შეასრულებს, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა:

„ჩვენ არ გვაქვს არანაირი კონტაქტი, პირდაპირი კონტაქტი, მას შემდეგ რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვედით. არ ყოფილა პოლიტიკური კონსულტაციები. მხოლოდ ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები არსებობს. ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“.

მანამდე, ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ „რუსეთის ჯარებთან ერთად გვიწევს არსებობა, საქართველო საკმაოდ მოწყვლადია ამ სიტუაციაში“. ღარიბაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველომ, ეროვნული ინტერესების და მისი მოწყვლადობის გამო, ეროვნული სანქციები არ დაუწესა რუსეთს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]