weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მე, ერთი დეპუტატი, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას რეკომენდაციას ვუწევ – ზილფიმიანი

15:59 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ წევრი დავით ზილფიმიანი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალოს.

ზილფიმიანმა დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბა და პრეზიდენტიც გააკრიტიკა.

„ისტორიას ჰქმნიან ადამიანები და არა პარტიები და დიდი სისტემები. მოდით, ჩვენს თავს ვკითხოთ, თითოეულმა ჩვენთაგანმა რა გავაკეთეთ. ზოგიერთ ჩემს კოლეგას თავი რომის პაპზე მეტ კათოლიკედ მოაქვს - თვითონ რა გააკეთა, გარდა იმ შტრიკინისა ევროპის საპარლამენტო წრეებში, იმის მტკიცებით, რომ საქართველოსთვის [კანდიდატის სტატუსის] მინიჭება არ შეიძლება. ასე არ იყო? რა, ფაქტები გინდათ? ვიდეო გინდათ, ფოტომასალა გინდათ? ახლა ჩვენ გვმოძღვრავთ? მიმაჩნია, რომ მე ჩემი მოკრძალებული წვლილი შემაქვს და არავის არ ვამეტებ თავს ამ კუთხით.

ხელისუფლება - ხელისუფლებამაც ალბათ ის არ გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა. მოდით, კონკრეტულად ვთქვათ - პრეზიდენტი. პრეზიდენტს ხომ უკეთესად აქვს პულსზე ხელი დადებული და ხედავს, რისი გაკეთებაა საჭირო და რისი - არა?! მაგალითად, იგივე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

მე, ერთი დეპუტატი, დავით ზილფიმიანი რეკომენდაციას ვუწევ გათავისუფლებაზე. რატომ? იმიტომ, რომ არ სჭირდება ამას შესვლა ჩვენი სასამართლო სისტემის ავ-კარგობაზე. ეს არ იგულისხმება კანონით. უბრალოდ შეგიძლია შეიწყალო და მორჩა!

დამატებით გვინდა რაღაც გამართლება ამის? დიახ, ბევრ ოპოზიციონერზე უფრო გონიერი და უფრო ინტელექტუალურია, თუ ეს უბრალოდ დამატებისთვის არის საჭირო. რატომ მიგვყავს აქამდე საქმე, თუკი გრძნობ, რომ შველა შეიძლება“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუწია და მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა. კომისიის მოსაზრებით, საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. 23-24 ივნისის სამიტზე ევროსაბჭო დიდი ალბათობით გაიზიარებს ევროკომისიის მოსაზრებას და საქართველოს „ევროპულ პერსპექტივას“ მიანიჭებს, რის შემდეგაც, ხელისუფლებას ექვსი თვე ექნება პირობების შესასრულებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]