„პირდაპირ ვიტყვი, აღნიშნული აქცია არ ასახავს რეალობას. ევროპასა და ევროინტეგრაციას ჰყავს გაცილებით მეტი მხარდამჭერი, ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, ვისაც სურვილი აქვს საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით, 2012 წლიდან მოყოლებული ბევრი წინსვლა გვაქვს, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, თუნდაც კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც დათქმებია, ყველაფერი უნდა შესრულდეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება მზად არის, რომ ყველაფერი ზედმიწევნით გააკეთოს და ძალიან მალე მოხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, გუშინდელი აქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული და სწორედ ამ პარტიის ახალგაზრდული ფრთაა მოძრაობა „სირცხვილია“. კახა კალაძე არ მიიჩნევს, რომ აქციაზე მისული ადამიანები „ნაციონალები“ იყვნენ.