weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არასამსახურეობრივ პერიოდში პოზიციის გამოხატვა შეუძლია – კობახიძე სამგორის გამგებელზე

18:19 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სამგორის გამგებლის მიერ გუშინდელი აქციის მონაწილეების გინებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა და ყველას შეუძლია საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. შინაარსიც არ ვიცი, აქედან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ყველას შეუძლია, პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მმართველი პარტიის წევრმა და სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ აქციის „შინ ევროპისკენ“ დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი გამოაქვეყნა და აქციაზე მისულ ხალხს ქვეყნის მტრები უწოდა. ამ დროისთვის მის გვერდზე პოსტი აღარ ჩანს.

„დღეს იქ ვინც მივიდა, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გაგცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ, ვისაც გეტკინათ“, – დაწერა Facebook-ში სამგორის გამგებელმა.

კახა სამხარაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებთან განმარტა, რომ სიტყვა „სირი“ სულხან-საბას ლექსიკონში „ჩიტს“ ნიშნავს.

„ჩვენ, მეგობრები ამ სიტყვებით ვესაუბრებით ერთმანეთს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე კახა სამხარაძე კერძო სექტორში მუშაობდა. 2014 წლიდან ის საჯარო სამსახურში დასაქმდა. ჯერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე იყო, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ რეგიონალური კურატორი შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთი. 2017-2018 წლებში კახა სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო, 2018 წელს კი სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად დაინიშნა. იმავე წლის ბოლოს ის „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. 2019 წლის სექტემბრიდან სამგორის რაიონის გამგებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]