weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

რადას დეპუტატი: „მიეცით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც“

19:38 სამშაბათი, 21 ივნისი 2022

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა და ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ წევრმა, ოლექსი გონჩარენკომ ევროპარლამენტარებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინის კანდიდატურას. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ მოლდოვას. დიახ, საქართველოს! მათ ახლა პრობლემები აქვთ, მაგრამ, გთხოვთ, ნუ დაუშვებთ, რომ ქართველი ხალხი იყოს ერთი ოლიგარქის მძევალი“, – განაცხადა გონჩარენკომ.

მან თავისი გამოსვლა ქართულად ნათქვამი სიტყვებით „ძვირფასო ძმებო“ გააგრძელდა შემდეგ თქვა: „ჩვენ მხარი უნდა დაგიჭიროთ თქვენ და უნდა ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის შიგნით. მიეცით კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც“.

ოლექსი გონჩარენკომ თვის ბოლოს დაგეგმილ NATO-ს მადრიდის სამიტზეც გაამახვილა ყურადღება და ალიანსის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიცემას.

„ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერი, რომ ვებრძოლოთ ყველა იმ საფრთხეს, რაც დღეს ჩვენს წინაშეა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერთადერთი პასუხი ყველა გამოწვევასა და საფრთხეზე, არის ჩვენი გამბედაობა. იყავით მამაცი, როგორც უკრაინა. დღეს ჩვენ, უკრაინელებს პუტინის არ გვეშინია“, – განაცხადა ოლექსი გონჩარენკომ.

17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გაუწია და მხოლოდ „ევროპული პერსპექტივის“ მინიჭების რეკომენდაციით შემოიფარგლა. კომისიის მოსაზრებით, საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედიაგარემოს გაუმჯობესება. 23-24 ივნისის სამიტზე ევროსაბჭო დიდი ალბათობით გაიზიარებს ევროკომისიის მოსაზრებას და საქართველოს „ევროპულ პერსპექტივას“ მიანიჭებს, რის შემდეგაც, ხელისუფლებას ექვსი თვე ექნება პირობების შესასრულებლად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]