weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას – მელია

10:48 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„დღეს არავის დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ამ პროცესით, „ნაციონალური მოძრაობა“ ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია ცდილობს, საბანი როგორმე თავისკენ მიიქაჩოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ 20 ივნისის აქციაზე საუბრისას.

მისი თქმით, მძიმე შეცდომა იქნება, თუ აქციაზე მისულ თუნდაც ერთ ადამიანს დარჩება განცდა, რომ „ცოტა სხვა ბრძოლაშია“.

„ქართველი ხალხის გონებაში, რწმენაში, გულში ყოველთვის იყო, არის და იქნება ნაპერწკალი მრისხანების. ნაპერწკალი სიმართლისა, რომელიც დროდადრო აგიზგიზდება ხოლმე. გუშინ ეს ნაპერწკალი აგიზგიზდა და ხანძრად დაინთო და რატომ დაინთო? დაინთო ხელისუფლების ტყუილების, ძარცვის, ქურდობის, უტიფრობის, მაპატიეთ და ფეხებზე დაკიდების გამო ხალხთან მიმართებაში. დაინთო ის ხანძარი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვეღარ ჩააქრობს.

მიმაჩნია, რომ ეს ბრძოლა, რომელშიც ყველანი ვართ ჩართულები, ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას, ბრძოლის ეს ეტაპი გულისხმობს ევროპაში შესვლას.

ბრძოლის ეს ეტაპი არის ევროპული ღირებულებების, ანუ იგივე ეროვნული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვის ბრძოლა“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, „მეინსტრიმული“ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პატივი უნდა სცენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც 20 ივნისს აქციაზე შეიკრიბნენ.

„მე მიხარია, რომ ფსიქოლოგიური ბარიერი ჩვენ ყველამ გადავლახეთ და იქ კოალიციური მთავრობის ამომრჩეველი დადგა ერთად.

მიუხედავად „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა, თითქოს იქ სხვა ტიპის ღონისძება იმართებოდა, ხალხმა გაიგო რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ქართველებმა გავიგეთ, რომ რისკის ქვეშ ყველაზე ღირებული რამ დაიდო რისკის ქვეშ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და გამოვიდა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლებამ ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაკარგა.

20 ივნისს თბილისში აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და იმავე დროს, გააპროტესტეს ხელისუფლების ქმედებები, რის შედეგადაც ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ვერ მიიღო. აქციის ორგანიზატორებმა, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა განაცხადეს, რომ 24 ივნისს, როდესაც, ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, პარლამენტის წინ ხალხი ისევ შეიკრიბება და მათ წინაშე წარდგება ახალი სახალხო მოძრაობა, რომელიც ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]