weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ინტეგრაციას ევროპასთან – პრაისი

11:30 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვის და ასევე, საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას მათ ევროპელ მეზობლებთან“, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

21 ივნისს გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანია „იმედის“ წარმომადგენელმა ნედ პრაისს ჰკითხა, იმსახურებს თუ არა, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, საქართველო მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.

„ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ თავიანთ სურვილს, ჰქონდეთ უფრო ახლო ურთიერთობა, სიახლოვე დასავლეთთან. შეერთებული შტატები მუშაობს ამ სამივე ქვეყანასთან, რათა დაეხმაროს მათ დემოკრატიული ინსტიტუტების, კონტროლისა და ბალანსის სისტემების, ეკონომიკის განვითარებში, რომლებიც ინტეგრირებულია ევროპასა და დასავლეთთან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ გვერდში დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს (უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით) არ მისცა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება.

ასოცირებული ტრიოს წევრებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზღებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]