weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება და გვარამიას გამოშვება სერიოზული არგუმენტი იქნება – მარგველაშვილი

13:06 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„24-მდე კიდევ სამი დღეა. თუ სააკაშვილს სამკურნალოდ გაუშვებენ და გვარამიას გამოუშვებენ, ჩემი აზრით, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება. მე არ ვიცი, მანქანის არასწორ მოხმარებაზე გვარამიას საპყრობილეში ყოფნა უფრო მნიშვნელოვანია, თუ საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ყოფილი პრეზიდენტი დღეს ევროკავშირის საელჩოში იმყოფებოდა. მისი თქმით, ელჩ კარლ ჰარცელს გადასცა წერილი, რომლითაც საქართველოში 2016 წლამდე მოქმედი უმაღლესი თანამდებობის პირები ევროკავშირს მიმართავენ, საქართველოს კანდიდატობა მიენიჭოს.

„პირველად მოხდა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ქყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ პოზიციას ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება; დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენ, განსხვავებების მიუხედავად, ერთიანები ვართ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ 24 ივნისამდე, როდესაც ევროპის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, საქართველოს მდგომარეობის გამოსწორების შანსკი კიდევ ერასებობს.

„მე დავინახე სამი შესაძლებლობა ამ მიმართულებით: პირველი იყო საზოგადოებრივი პოზიციის გამოხატვა და ეს გამოხატული იქნა გუშინწინ, ზე-აღმატებული ფორმით; მეორე იყო ამ წერილზე პოლიტიკური კლასის, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების ერთიანობის გამოხატვა და ეს გამოიხატა 2016 წლის ჩათვლით; მესამე არის პოლიტპატიმრების გამოშევბა - მარტივად რომ ვთქვა, სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და გვარამიას გამოშვება. ეს პუნქტი ჯერ კიდევ შესაძლებელია შესრულდეს. თუ 24 ივნისამდე ამ პაკეტით წარვდგებით, ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, კიდევ არის შანსი გამოსწორების“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს (უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით) არ მისცა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაც.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]