weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თქვენმა გამოსვლამ ხრუშჩოვის 1957 წლის გამოსვლის ლოზუნგი გამახსენა – აქუბარდია ღარიბაშვილს

17:52 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

„ბატონო პრემიერო, ჩვენ თითქმის ერთი ასაკის ვართ და დღევანდელმა თქვენმა გამოსვლამ, როდესაც საუბრობდით, რომ ჩვენ უკეთესები ვართ ვიდრე, არათუ უკრაინა და მოლდოვა, არამედ ევროპული ქვეყნები, გამახსენა ხრუშჩოვის 1957 წლის გამოსვლის ლოზუნგი: „დავეწიოთ და გავასწროთ ჩამორჩენილ კაპიტალისტურ ქვეყნებს“. სწორედ ამ საბჭოური ლოზუნგის სტილში გქონდათ დღევანდელი გამოსვლა“, – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში.

ქუბარდიამ აღნიშნა, რომ ღარიბაშვილს არაფერი უთქვამს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, რისთვისაც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. დეპუტატმა პრემიერ-მინისტრი გუშინ, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე, NATO-ს შესახებ გაკეთებული განცხადების გამოც გააკრიტიკა.

„იმ პროგრამაში, რომელთან დაკავშირებით დღეს სიტყვა არ გიხსენებიათ, თქვენ უკვე რიგით მეორე საანგარიშო წელია, გვპირდებით, რომ მუშაობას დაიწყებთ ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სტრატეგიაზე და იცით, რომ რუსული დეზინფორმაცია საფრთხედ არის შეფასებული, თუმცა,

აბსოლუტურად რუსული დეზინფორმაციის სტილში გქონდათ თქვენ, გუშინ, ყატარში გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები და ჯერ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. თქვენ აპელირებას აკეთებთ, რომ ეს „ნატოელების“ პოზიციაა.

შესაბამისად, გეკითხებით, როდესაც თქვენმა გუნდმა კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ NATO და ევროკავშირი არის ქვეყნის არჩევანი და სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ გახდენენ NATO-ს და ევროკავშირის წევრები, არის თუ არა თქვენი განცხადება იმ კურსის მაჩვენებელი, რაც NATO-ზე უარს ნიშნავს, ისევე როგორც ევროკავშირთან მიმართებაში.

გეკითხებით, რა გზავნილებით მიდიხართ NATO-ს სამიტზე, როდესაც ამბობთ, რომ NATO-ს წევრები ვერ გავხდებით, სანამ მშვიდობა არ იქნება და ტერიტორიული მთლიანობა? რა გეგმა გაქვთ რუსულ აგრესიასთან მიმართებაში, რომელიც არცერთი წუთით არ გაჩერებულა და კიდევ უფრო ძლიერდება? ამ გზავნილებით აპირებთ იმ პირობების შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა მოგვცა, თუ აპირებთ ასე, ტყუილი გამარჯვებებით კვებოთ ხალხი და ქვეყანა წაიყვანოთ კიდევ უფრო ღრმად რუსეთისკენ?“, – მიმართა თეონა აქუბარდიამ ღარიბაშვილს.

დღეს, პარლამენტი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების მოსასმენად შეიკრიბა. საკუთარი გამოსვლის დრო ღარიბაშვილმა ძირითადად ევროკომისიის გადაწყვეტილების გარშემო საუბარს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების კრიტიკას და იმაზე ლაპარაკს დაუთმო, თუ როგორი წარმატებულია ქვეყანა. მისი გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.   

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]