weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სალომე ზურაბიშვილმა ფარული მოსმენების შესახებ კანონს ვეტო დაადო

19:18 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვეტო დაადო პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებულ კანონს, რომელიც ფარულ მოსმენებს ეხება.

„იცით, რომ მე არ ვიყენებდი ვეტოს, რადგან მიმაჩნია, რომ როცა იცი, რომ დაძლეული იქნება, ინსტიტუტისთვის ცოტა არ იყოს, არ ვარგა ვეტოს დადება და მერე დაძლევა, მაგრამ დღეს ვიყენებ ვეტოს კანონპროექტზე, რომელიც ეხება მოსმენებს, მოსმენების გაფართოებას და ამდენად, ადამიანის უფლებების შეზღუდვას. ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

პრეზიდენტის თქმით, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს ყველა იმ კანონის მიმართ, რომელიც „არასწორი მიმართულებით“ იქნება მიღებული.

„ეს არის უფრო პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, რადგან არ შეიძლება, რომ ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ასეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როცა პირიქით გვთხოვენ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ მივცეთ მეტი გარანტიები, ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ვიყოთ უფრო ევროპელები“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს კანონისთვის ვეტოს დადებისკენ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ „ქარტული ოცნების“ მიერ მირებული ცვლილებებით „მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]