weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე კონსტიტუციაში EU-სა და NATO-ში ინტეგრაციაზე მუხლის წინააღმდეგი იყო – შავგულიძე

22:44 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

დეპუტატ შალვა შავგულიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ მუხლის დამატება არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივა იყო, რასაც „ქართული ოცნება“, კონკრეტულად კი, პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აქტიურად ეწინააღმდეგებოდა.

შალვა შავგულიძემ ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

„ჩანაწერი კონსტიტუციაში, 78-ე მუხლზეა საუბარი, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებითო, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინიციატივით გაჩნდა, ჩვენი იყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა და ჩვენ შევიტანეთო. ამ შემთხვევაშიც არასწორს ბრძანდებთ. პატივი მქონდა, საკონსტიტუციო კომისიაში წევრი ვიყავი, ეს საკითხი დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათი ინიციატივა იყო.

ბატონი კობახიძე ძალიან აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. მახსოვს მისი სიტყვები, რომ ასეთი ჩანაწერების ადგილი კონსტიტუციაში არ არის.

ალბათ შეგიძლიათ, საკონსტიტუციო კომისიის სტენოგრამა ამოიღოთ. მხოლოდ ძალიან დიდი ზეწოლის შედეგად მოხდა ამ ჩანაწერის... ინიციატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია. მხარს ვუჭერდით ოპოზიცია“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

კონსტიტუციას 78-ე მუხლი 2017 წელს დაემატა. იგი განსაზღვრავს კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებას, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]