weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მოუწოდებს კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს

11:38 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სააგენტო „ჰელსინკის კომისია“ ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს.

„ჰელსინკის კომისია“ მიესალმება ევროკომისიის 17 ივნისის „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის გაწევის შესახებ. როგორც „ჰელსინკის კომისია“ აცხადებს, ევროატლანტიკურ დასავლეთთან ინტეგრაცია დიდი ხანია უკრაინის და მოლდოვის ხალხის სანუკვარი ოცნებაა და რეკომენდაცია არის ჯილდო ამ მისწრაფებების განსახორციელებლად მათი შეუჩერებელი ძალისხმევისთვის, დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებშიც კი.

ამასთან, „ჰელსინკის კომისია“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ხალხმაც ბევრი მსხვერპლი გაიღო საკუთარი ვეროპული იდენტობისთვის - „მიუხედავად რუსული ომებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევებისა“.

„მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ და როცა გზა ნათელია. ჩვენ გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობისთვის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა.

ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასოდეს არის შემთხვევითი წარუმატებლობისა და შემოვლითი გზების გარეშე და ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს.

ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს შანსს განახორციელონ საერთო ევროპული ოცნება“, – აღნიშნულია „ჰელსინკის კომისიის“ განცხადებაში.

17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს (უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით) არ მისცა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაც. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს. საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის მოსაზრებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]