weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, საქართველოს სტატუსი ავტომატურად მიენიჭება – ბორელი

12:20 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველო წევრობის კანდიდატის სტატუსს მაშინვე მიიღებს, როცა კრიტერიუმები დაკმაყოფილდება.

„ეს წინ გადადგმული ნაბიჯია მათთვის [საქართველოს მოსახლეობისთვის]. მათ ამას უარყოფითად არ უნდა შეხედონ. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა და სამუშაოები, რომლებიც უნდა შესრულდეს გრაფიკის მიხედვით. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. განაგრძეთ მუშაობა ამაზე. დიახ, როცა ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, მაშინ [საქართველოს] კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება“, – განაცხადა ბორელმა დღეს, 23 ივნისს ჟურნალისტებთან.

დღეს და ხვალ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროპული საბჭო დიდი ალბათობით გაითვალისწინებს ევროკომისიის დასკვნას. 17 ივნისს, ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით, არ გაუწია რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე ქვეყანას მხოლოდ წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველომ რიგი პირობები უნდა შეასრულოს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება განხილული კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს/პირობას შორის არის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. ევროკომისია მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და 2022 წლის ბოლოსთვის საკუთარ ანგარიშს წარმოადგენს.

 

ამ თემაზე:

დარწმუნებული ვარ, რომ დღეს კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ უკრაინას და მოლდოვას – მიშელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]