weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროპარლამენტი: აუცილებელი რეფორმების შემდეგ საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი

16:15 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

ევროკავშირის პარლამენტმა დღეს, 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ, მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს მოუწოდებს, უკრაინასა და მოლდოვას „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ხოლო – საქართველოს ევროპული პერსპექტივა.

რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებს.

ევროპარლამენტი იწვევს უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების რეალიზაციისთვის“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები.

„უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ისინი მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, გადადგას მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რაც როგორც არასდროს წარმოადგენს გეოსტრატეგიულ ინვესტიციას სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში.

ევროპული საბჭო საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას კონსენსუსის საფუძველზე მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]