weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ქართველები ეკლესიით და ჯარით მოვედით და დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს – ღარიბაშვილი

19:02 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ასოცირებულ ტრიოში თუ ვინმე იმსახურებდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, იმსახურებდა საქართველო. ღარიბაშვილი დღეს წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე გამოვიდა სიტყვით და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველომ „არაერთი სისხლი გაიღო“ და 35 გმირი ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო ასობით უმძიმესად დაიჭრა იმ იდეის გამო, რომელიც მსოფლიოში წესრიგის დამყარებას, საერთაშორისო უსაფრთხოებას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.

„ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე, - ჩვენ მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს, თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა.

ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით. ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული და დღეს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს და სამწუხაროდ...

რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასი, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და, თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს მსოფლიოში „სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს და ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ“.

„გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს, და ეს დღე რაც შეიძლება მალე უნდა დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში. აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]