weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მზად ვართ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შეუპოვრად ვიმუშაოთ – ზურაბიშვილი

23:12 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

„ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ შეუპოვრად მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე.

სალომე ზურაბიშვილი უკრაინის და მოლდოვის პრეზიდენტებს ულოცავს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი შეფასებით, ეს ისტორიული ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს ერთიანობას და ევროკავშირის, მის ყველა წევრი სახელმწიფოს ნებას.

„ჩვენ, სამივე ასოცირებული წევრი, ერთად ვართ ჩვენს ევროპულ გზაზე“, – წერს Twitter-ზე სალომე ზურაბიშვილი.

დღეს, 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, ევროკავშირი მზადაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]