weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მზად ვართ შევასრულოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი – ღარიბაშვილი

23:54 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022
ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი / არქივის ფოტო ირაკლი ღარიბაშვილი და შარლ მიშელი / არქივის ფოტო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ დღეს მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის.

„ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას“, – წერს ღარიბაშვილი Twitter-ზე და მადლობას უხდის ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებს, შარლ მიშელსა და ვიოლა ფონ დერ ლაიენს.

დღეს, 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, ევროკავშირი მზადაა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი ევროკომისიის მიერ დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამ პრიორიტეტებს (პირობებს) შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედია გარემოს გაუმჯობესება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]