weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამ გამარჯვებას 120 დღე და 30 წელი ველოდით – ზელენსკი

10:54 პარასკევი, 24 ივნისი 2022

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გამარჯვებაა, რომელსაც 120 დღე და 30 წელი ელოდნენ.

„შემდეგ გავიმარჯვებთ მტერზე და დავისვენებთ. ან იქნებ, ჯერ ხელახლა ავაშენებთ უკრაინას და მერე დავისვენებთ. ან იქნებ გავიმარჯვებთ, ავაშენებთ, შევალთ ევროკავშირში და მერე დავისვენებთ. ან იქნებ არც დავისვენებთ, ან არა - ბავშვვებს ეწყინებათ. მაგრამ აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – ამბობს ზელენსკი Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა მის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს არის ეტაპი, საიდანაც ევროპის ახალი ისტორიის ათვლა ითვლება.

„ევროპის, რომელიც ნამდვილად გაერთიანებულია და იცის როგორ დაიცვას საკუთარი თავი, ღირებულებები, მომავალი.

დღეს თქვენ მიიღეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისთვის ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის მთელი 30 წლის განმავლობაში.

მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის არამხოლოდ უკრაინისთვის. ეს ყველაზე დიდი ნაბიჯია, რაც შეიძლებოდა გადადგმულიყო ზუსტად ახლა ევროპის გასაძლიერებლად, ზუსტად ჩვენს დროში და ზუსტად ასეთ რთულ პირობებში, როდესაც რუსული ომი გვცდის, გვაქვს თუ არა თავისუფლებისა და ერთიანობის შენარჩუნების უნარი.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე დღეს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარვადგინეთ და ძალიან სწრაფად და ეფექტურად ვუპასუხეთ კითხვარს, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. და დღეს ეს სასურველი შედეგი დადგა.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ უკრაინას შეუძლია გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – ამბობს ზელენსკი.

გუშინ, 23 ივნისს, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის კონსესნუსის საფუძველზე, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]