weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყოფილი ელჩები: ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია

13:34 პარასკევი, 24 ივნისი 2022

ქართველმა კარიერულმა დიპლომატებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლითაც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული წინაპირობები განესაზღვრა.

განცხადებაში, რომელიც დანიის სამეფოსა და ისლანდიაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გიგი გიგიაძემ წაიკითხა, აღნიშნულია, რომ  ხელისუფლებამ გაანეიტრალა პროფესიონალი ქართველი დიპლომატები და არ მისცა მათ საშუალება, უზრუნველეყოთ ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.

„ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც ის სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქევყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია.

უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობისა და ჩვენთვის სასურველი შედეგის მიღწევის ნაცვლად, ბოლო პერიოდში, მათი მხრიდან კიდევ უფრო გამწვავდა ანტივეროპული და ანტიდასავლური რიტორიკა.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ასევე თანმიმდევრულად გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და საშუალება არ მისცა პროფესიონალ ქართველ დიპლომატებს შეესრულებინათ მათი უმთავრესი ამოცანა, უზრუნველეყოთ არსებულ რეალობაში ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა.

ამის მიუხედავად, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით დაკისრებული ვალდებულებების თანახმად, მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა იმ ქართველ დიპლომატს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას“, – ნათქვამია ყოფილი ელჩების განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]