weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღარიბაშვილი დეპოლარიზაციაზე: მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის

14:26 პარასკევი, 24 ივნისი 2022

„ყველა ის პირობა, რომელიც არის ჩვენი, ანუ მმართველი ძალის განსახორციელებელი, ამის პირობას ვაძლევ ჩვენს ხალხს, რომ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პირობებთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილმა ოპოზიციას დიალოგი შესთავაზა და როგორც აღნიშნა, კონსტრუქციული დიალოგისთვის „კარი არასდროს დაუხურავთ“.

„ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი პირდაპირი მითითება, მუხლი, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენ კარი არასდროს დაგვიხურავს.

მინდა ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს მზაობა და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი.

მე იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაიზიარებენ, რადგან პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას, მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის და ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია, მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური, ქმედითი ნაბიჯები.

მინდა კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მჯერა ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებს, პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი, მათ შორის, თუნდაც პარტიული და პირადი ინტერესები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, 23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა ამისა, საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მისცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტები შესრულდება.

ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტს/პირობას შორისაა დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულება, პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება, სასამართლო რეფორმის გატარება, ანტიკორუფციული სამსახურის გაძლიერება და მედია გარემოს გაუმჯობესება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]