weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება – ღარიბაშვილი

16:34 პარასკევი, 24 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ „უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად“ ბრიუსელთან კონსულტაციები გაიმართება.

„აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა და მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პირობასაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ხოლო თუ ვინმე არასათანადოდ აფასებს მის როლს, არგუმენტირებული ფაქტებია საჭირო და არა ზოგადი, პოლიტიკური შეფასებები.

„დიახ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, იგი იყო პრემიერ-მინისტრი, მისი პიროვნული ავტორიტეტი და გნებავთ, როლი, რომელიც მან შეასრულა პოლიტიკაში მოსვლის დღიდან, არის უზარმაზარი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოების კუთხით. ბატონი ივანიშვილი არ არის ოლიგარქი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და „ოლიგარქის“ მნიშვნელობა განმარტა.

„უამრავი განმარტება არსებობს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის შემდეგი: ოლიგარქი არის ინდივიდი, რომელიც მდიდრდება სახელმწიფოს რესურსებით, აქვს გავლენიანი ბიზნესები საქართველოში, პოლიტიკა, პარტიები და ა.შ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან, პირიქით - კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა და დახარჯა საქართველოში, ანუ იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი და შემდეგ არის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღეს არავითარი როლი სტატუსი პოლიტიკაში არ გააჩნია, მეგობრებო. მან პოლიტიკა დატოვა. ასე რომ, სხვა ყველანაირი სპეკულაციები, ბრალდებები, ცილისწამებები უსაფუძვლოა. ამას სჭირდება დასაბუთება.

ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონდათ და ჰქონდეთ დღესაც. ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, მათ შორს, გამოცდილებას, რომელიც უკრაინას აქვს, უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. ასე რომ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, – განაცხადა დღეს ღარიბაშვილმა.

22 ივნისს, პარლამენტში ამავე საკითზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიგარქებად დაასახელა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი დედა, გიული ალასანია, „თიბისი ბანკის“ და პარტია „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილი.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]