კასიანოვმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინის ბრძოლის და მის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.
„ეს არ არის ავანსი უკრაინისთვის და არ არის წახალისება. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წლის განმავლობაში მიდიოდა. ამისთვის გამოვიდნენ უკრაინელი ხალხი მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე - თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის უფლებისთვის.
120 დღეზე მეტია, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას. უკრაინელები ახლა ყოველ დღე იცავენ ევროპასა და დემოკრატიას, სიცოცხლეს სწირავენ ჩვენი საერთო მომავლისთვის.
უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ევროკავშირი იცვლება. ის ხდება უფრო ძლიერი საკუთარი თავის და ღირებულებების დასაცავად, იქნება უფრო ძლიერი ეკონომიკური მოთამაშე გლობალურ განზომილებაში, არ იქნება რუსულ ენერგომატარებლებზე და უფრო სწრაფად შეძლებს რეაგირებას გამოწვევებსა და საფრთხეებზე.უკრაინა მზად არის და ის აუცილებლად შეიტანს საკუთარ წვლილს.
რუსულმა აგრესიამ და ასევე რუსული ჯარის დანაშაულებრივმა ქმედებებმა უკარაინაში შეცვალეს მსოფლიო, შეცვალეს ევროპა და ევროკავშირი. შეიცვალა გადაწყვეტილებების მიღების სიჩქარეც. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი რუსეთის თავდასხმის შემდეგ, თებერვლის ბოლოს შეიტანა. სწრაფად იყო მიღებული და შევსებული კითხვარი, ევროკომისიამ ასევე სწრაფად გააკეთა დასკვნა, ევროპარლამენტმა დაამტკიცა მხარდამჭერი რეზოლუცია და გუშინ, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი დაჩქარებული ტეპები შემდეგშიც შენარჩუნდება და უკრაინა ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ანდრი კასიანოვმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღესაც ავანსი, წახალისება და საჩუქარი უწოდა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ის ამბობს, რომ საქართველო მიღწევებით ბევრად წინ არის.