„მე არ ვარ ნამყოფი. არ ვიცი, რა შემთხვევაში უნდა ჩავსულიყავი საოკუპაციო ხაზთან. დღეს რაზე უნდა ჩავიდე იქ? უმრავლესობის ლიდერი და პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა ჩავიდეს იქ, როცა კონკრეტული საკითხები არ არის გადასაჭრელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აღმასრულებელი ხელისუფლება არამარტო ჩადის საოკუპაციო ხაზთან, არამედ „პრობლემებს უგვარებს მოსახლეობას“.
„სამინისტროები, უწყებები - მთელი ხელისუფლებაა ჩართული. თქვენ გგონიათ, იქ გზა რომ მიდის, წყალი რომ მიდის დენი რომ მიდის, თქვენ აკეთებ ამას? ადგილზე არ ჩადიან? მილიონი ვიზიტია იმ ტერიტორიებზე. მილიონი პროექტი განხორციელდა ზუსტად იმ ზონაში და ერთი არ გაგიშუქებიათ, იმიტომ, რომ თქვენ ადამიანების პრობლემები კი არ გაწუხებთ, არამედ მარტო უბედურება ამ ქვეყანაში“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძემ 14 მაისსაც განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის.