weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამადაშვილი: გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ღარიბაშვილსა და კობახიძეს

19:11 პარასკევი, 24 ივნისი 2022

პარტია „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, პარლამენტარი სალომე სამადაშვილი აპირებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.

როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, სასამართლოში სარჩელის შეტანა საელჩოებმა ურჩიეს.

„ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდნენ სხვადასხვა საელჩოები და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი.

დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს.

არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

22 ივნისს, პარლამენტში გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრმა სალომე სამადაშვილი „ქვეყნის მოღალატედ“ გამოაცხადა: „ქალბატონი სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს!“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს ფაქტობრივად იგივე განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, სამადაშვილი აწარმოებდა აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

„როდესაც საქართველოს მოქალაქე ამბობს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს, როდესაც ეს მისი რეკომენდაცია და მოწოდებაა - ეს ჩვეულებრივი ღალატია. ასეთი ღალატი ჩაიდინეს სამადაშვილმა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებმა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]