weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აქციის მოთხოვნა: გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას მთავრობა, რომელიც 12 პირობას შეასრულებს

21:47 პარასკევი, 24 ივნისი 2022

„ჩვენმა ხელისუფლებამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება, მოსახლეობის 85%-ის ნება. ჩვენმა ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მან აქციის მთავარი მოთხოვნა დაასახელა, რაც 3 ივლისამდე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის გადადგომაში მდგომარეობს.

„ჩვენ წარმოგიდგენთ მოთხოვნას. ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის დათქმა, პირობა - რაც გინდათ დაარქვით - ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა: გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც შეასრულებს 12-ვე პუნქტს, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაშია, ზამთარი სანამ მოვა.

ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რომ გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი პირადად, ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვირე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა, რომლის გამოსვლას შეძახილები „წადი!“ მოჰყვა.

მისივე თქმით, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, 3 ივლისს, პარლამენტის წინ ისევ გაიმართება აქცია, რომელიც არ დაიშლება მანამ, ვიდრე „ოლიგარქია არ დაიშლება“. დიღმელაშვილის განცხადებით, ქართველი ხალხის ნება არ ემთხვევა ოლიგარქის ნებას და ამიტომ დეოლიგარქიზაცია არის მთავარი საკითხი, რის გარეშეც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ მოხდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]