დაშავებულები გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. როგორც „რეგინფოს“ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა გელა ორველაშვილმა განუცხადა, 12 დაშავებულს შორის 9 ტურისტია. მათგან ორს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), საქართველოში სულ 1121 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით). დაიღუპა 99 ადამიანი და დაშავდა – 1583. სამ თვეში, კახეთში 88 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი გარდაიცვალა.