weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2024

ველით, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი აღიარებული იქნება – ღარიბაშვილი

12:37 ორშაბათი, 27 ივნისი 2022
ირაკლი ღარიბაშვილი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი / ფოტო არქივიდან ირაკლი ღარიბაშვილი და NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი / ფოტო არქივიდან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, NATO-ს სამიტზე, რომელიც ხვალ იწყება, სამთავრობო დელეგაციას უხელმძღვანელებს და ევროპელ ლიდერებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

„პირადად გენმდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველომ NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით დიდი პროგრესი განიცადა.

„ჩვენ გავხსენით NATO-სთან ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ჩვენ ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვდობოზე, როგორც იტყვიან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

NATO-ს სამიტი 28-30 ივნისს, მადრიდში გაიმართება. მასში მონაწილეობას ალიანსის წევრი და მთავარი პარტნიორი ქვეყნების მეთაურები მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]