weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აქციის ჩატარება რომ მოვინდომოთ, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით – კობახიძე

13:31 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია, რომ 20 ივნისს, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაახლოებით 160 000 ან თუნდაც 100 000 ადამიანი იყო გამოსული.

„მაგ რაოდენობაში მე არ შევალ, მაგრამ პირველი აქცია იყო ევროპის იდეის გარშემო ჩატარებული, მიუხედავად იმისა, რომ აქციის ორგანიზატორი „ნაცმოძრაობა“ იყო, კერძოდ, მისი ახალგაზრდული ფრთა „სირცხვილია“. როგორც კი ეს ყველაფერი პოლიტიკურ მოთხოვნებში გადაიყვანეს, ვნახეთ, რომ 10 000 კაცამდე დავიდა აქციის შემადგენლობა. ამდენიც შეიძლება არ დარჩეს - 10 000 არის მაქსიმუმი, რისი მოყვანაც მათ შეუძლიათ.

თუ საუბარია ხალხის რაოდენობაზე, მათ, თავიანთი პოლიტიკური მოთხოვნებით, არანაირი რესურსი არ აქვთ, რომ თუნდაც სანახევროდ შეავსონ თავისუფლების მოედანი.

ჩვენ რომ მოვინდომოთ აქციის ჩატარება, გადავავსებთ თავისუფლების მოედანს და იმის იქით. თუმცა, ამ ეტაპზე, ამ პაექრობაში შესვლას არ ვაპირებთ.

მაგრამ, რეალურად, ახლა, ხალხის სახელით რომ გელეპარაკება მაქარაშვილი, ლომჯარია და გიგაური, უბრალოდ, სასაცილო და სამარცხვინოა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, საქართველოში სტანდარტული მდგომარეობაა და ვიღაცებს უნდათ, ეს შეიცვალოს „იმ არასტანდარტული მდგომარეობით, რომელიც არის, სულ მცირე მოლდოვაში და უარეს შემთხვევაში, უკრაინაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]