weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კობახიძე ევროინტეგრაციაზე: „აქ რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია“

14:11 სამშაბათი, 28 ივნისი 2022

„ქართული ონცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ პირობებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი ისედაც შეთანხმებული და ასახული იყო ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგში. ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმების 100%-ით შესრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

„ისედაც დაწყებული გვქონდა ამ საკითხების განხილვა, ეს გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის წარვადგენთ ანგარიშს როგორც ეს არის გათვალისწინებული ევროკომისიის დასკვნით. ეს არის ჩვენი დღევანდელი დღის წესრიგი“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, თუ დღის წესრიგი ისედაც შეთანხმებული იყო, მაშინ რა ედგა წინ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვისაც მინიჭებას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროპულმა საბჭომ პოლიტიკური გადაწყვტილება მიიღო.

„არის პოლიტიკური მოცემულობა. ვერ ვისაუბრებთ ვერც სამართლიანობაზე, ვერც უსამართლობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით. ეს არის ძალიან შორი გზა.

რომ წარმოვიდგინოთ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საუკუნის შუამდე გახდება ევროკავშირის წევრი - ანუ დღეიდან 28 წლით განსაზღვრა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა. გარდა ამისა, ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ მინიმუმ 14-15 წელი სჭირდება გაწევრიანებას.

შესაბამისად, აქ რაღაც განსაკუთრებული საჩქარო არაფერია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული დღის წესრიგი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულება არის საჭირო და დღეს ვართ 45%-ზე, 70%-ზე ავდივართ ორ წელიწადში, 100%-ზე ავალთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, სიტყვები „საჩქარო არაფერია“ ნიშნავს თუ არა იმას, რომ თუ ექვს თვეში ევროკომისიის რეკომენდაციები არ შესრულდება, ამაში ტრაგიკული არაფერი იქნება.

„არა. ჩვენ ყველაფერს შევასრულებთ, ანუ ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი და გავყვებით ყველა პუნქტს. ყველაფერი შესრულდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

23 ივნისს, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაც გადაწყვიტა. ევროპული საბჭო მზადაა, საქართველოსაც მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მას შემდეგ, რაც ევროკომისიის დასკვნაში მითითებული პრიორიტეტებ/პირობები შესრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]