weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ომის თავიდან აცილება შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ხალხს სიმართლე ეცოდინება – სუბარი

10:37 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

„როცა ხარ მმართველი გუნდი, როცა ხარ ხელისუფლებაში, გიწევს უამრავ რაღაცას გაუწიო ანგარიში და უამრავ რაღაცაზე თვალი დახუჭო, რაღაცები ვერ თქვა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხალხმა უფრო მეტი სიმართლე უნდა იცოდეს და ამას ჩვენ ვეტყვით ხალხს“, – ამბობს სოზარ სუბარი „ქართული ოცნებიდან“ წასვლის მიზეზებზე საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს ომში ჩართვის თავიდან აცილება მხოლოდ ხალხისთვის სიმართლის თქმით არის შესაძლებელი.

„არის განუწყვეტელი მცდელობები, რომ საქართველო იყოს ომში ჩართული. მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, საქართველოს ისტორიული ოცნების ასრულება - ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება და საკმარისია ერთი თოფი გავარდეს, რომ უკან დარჩება ჩვენი ოცნება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი თავიდან იქნეს აცილებული და ომის თავიდან აცილება შეგვიძლია მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუკი ხალხს ეცოდინება სიმართლე.

ხალხი არის ძალა. ხალხს უფრო მეტი უნდა ვუთხრათ, ვიდრე აქამდე ვეუბნებოდით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ქართული ოცნება“ სოზარ სუბარის გარდა კიდევ ორმა წერვმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა დატოვეს. სამივე მათგანი პარლამენტში „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრები და კომიტეტების თავმჯდომარეები არიან. ისინი საპარლამენტო თანამდებობებსაც დატოვებენ, თუმცა პარლამენტში დარჩებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]