„საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება იყო მისაღები. „ქართულ ოცნებასთან“, მის ლიდერებთან, თითოეულ წევრთან ჩვენ არავითარი ღირებულებითი კონფლიქტი არ გვაქვს, აბსოლუტურად ყველა საკითხში ვთანხმდებით. ვერ ვთანხმდებით მხოლოდ ერთში - რა დოზით უნდა იქნეს ინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის.
დღეს საზოგადოება არასრულფასოვნად არის ინფორმირებული იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რაც, ვფიქრობ, დღეს ყველაზე აქტუალურია და პირდაპირ უკავშირდება ქვეყნისა და საზოგადოების ხვალინდელ დღეს.
მე ვფიქრობ, ინტერესი უნდა იყოს უფრო მაღალი, ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მეტი, რომ სასურველი შედეგი დადგეს - საზოგადოებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ის რაც საზოანო იქნება საზოგადოებისთვის და საქართველოსთვის, საზიანო იქნება ევროპისთვისაც“, – განაცხადა ხუნდაძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს.